გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მათიკაშვილი რატიანის საქმეზე: შეუძლებელია საზოგადოების მოტყუება, მით უმეტეს, როდესაც ვიდეო კადრები არსებობს კონკრეტული ძალადობის

26-06-2025

მმართველი გუნდის წევრის დავით მათიკაშვილის განცხადებით, კონკრეტული პირები ცდილობენ ზვიად რატიანის ქმედება პოლიტიკურ ჭრილში გადაიტანონ მაშინ, როდესაც მისი მხრიდან სამართალდამცველზე ძალადობის ვიდეოკადრები არსებობს.


„ეს არის ის აბსურდის თეატრი, რომელშიც რადიკალების და მათი მხარდამჭერი ძალები, როგორც საზღვრებს გარეთ, ასევე, აგენტურული ოპოზიციის რუპორი ტელევიზიები, ცდილობენ, რომ საზოგადოება აცხოვრონ.


საზოგადოებამ იხილა თვალნათლივ, რომ ერთი ადამიანი, კონკრეტული პიროვნება, რომლის იდენტიფიცირება არ გასჭირვებია არავის, ხელს ურტყამს სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენელს. იგივე ფაქტი, მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში, ვინც არ უნდა იყოს ეს პიროვნება, რომელიც სამართალდამცველს ურტყამს ხელს, მის ობიექტურ შეფასებაში ეს რაიმე ფორმით პოლიტიკურ დევნად არ და ვერ იქნება განხილული.


საქართველოში რადიკალები ცდილობენ, რომ ეს ყველაფერი რაღაცნაირად პოლიტიკურ ანტურაჟში გაახვიონ. შეუძლებელია საზოგადოების მოტყუება, აბსოლუტურად ტყუილი მცდელობაა. მით უმეტეს, როდესაც ვიდეო კადრები არსებობს კონკრეტული ძალადობის“, - აღნიშნავს მათიკაშვილი.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2026    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031