გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თენგიზ შარმანაშვილი გერმანიაში პოლიტიკოსების შეურაცხყოფაში ეჭვმიტანილების სახლების ჩხრეკაზე: ინტერნეტსივრცეში გამოთქმული აზრის გამო, 170-ზე მეტ სახლში ჩატარდა ჩხრეკა, წარმოგიდგენიათ, ამის მეასედი რომ გავაკეთოთ საქართველოში, რა ამბავს ატეხენ?!

26-06-2025

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი თენგიზ შარმანაშვილი გერმანიის პოლიციის მიერ „სიძულვილის ენის“ გავრცელებაში და პოლიტიკოსების შეურაცხყოფაში ეჭვმიტანილი 170-ზე მეტი პირის სახლის ჩხრეკის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა.


მისი განცხადებით, ამგვარი რამ საქართველოს ხელისუფლებას თავში აზრადაც არ მოსვლია და მაინც აკრიტიკებენ.


„არ დამიჭერენ ჩემი თანაპარტიელები მხარს, თორემ, მინდოდა რეზოლუციის პროექტი დამეინიციირებინა გერმანიაში დემოკრატიის უკუსვლასთან დაკავშირებით. ამდაგვარი რამ, თავში აზრადაც არ მოგვსვლია და გვაკრიტიკებენ და იქ წარმოიდგინეთ, რა ხდება.


უბრალოდ, ინტერნეტსივრცეში გამოთქმული აზრის გამო, 170-ზე მეტ სახლში ჩატარდა ჩხრეკა. წარმოგიდგენიათ, ამის მეასედი რომ გავაკეთოთ საქართველოში, რა ამბავს ატეხენ?!“, - განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930