გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გიორგი ვოლსკი: გერმანიაშიც გადაწყვიტეს, რომ სიძულვილის ენას უფრო მკაცრად დაუპირისპირდნენ, შესაბამისად, შედარებით ლოიალურად, დაპირისპირება მართებს საქართველოსაც

26-06-2025

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი გერმანიაში, ონლაინ სივრცეში სიძულვილის ენის შემცველი კომენტარების განთავსებაში ეჭვმიტანილი მოქალაქეების წინააღმდეგ, საცხოვრებელ სახლებში რეიდების ჩატარებას ეხმაურება.


ვოლსკის განცხადებით, ანალოგიური, თუმცა შედარებით ლოიალური ზომები, საქართველოშიც უნდა იქნეს მიღებული, მსგავსი ქმედებების განხორციელებისას.


„გერმანიაშიც გადაწყვიტეს, რომ სიძულვილის ენას უფრო მკაცრად დაუპირისპირდნენ, შესაბამისად, შედარებით ლოიალურად, მაგრამ დაპირისპირება მართებს საქართველოსაც, ვინაიდან ეს არ არის ჩვეულებრივი ამოხეთქვა გარკვეული ემოციებისა, ამ თემებთან დაკავშირებით საკმაოდ ინტენსიური მუშაობა მიმდინარეობს და შეიქმნა გარკვეული მიმართულება, ერთ-ერთი მიმართულება ამ რევოლუციურ სცენარში, რასაც ჰქვია ადამიანებს შორის დაპირისპირების პროვოცირება. ამას ემსახურება კონკრეტული ჯგუფები“, - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031