გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ზურაბ ქადაგიძე თემურ ჭყონიაზე: რაც ხაზარაძე-ჯაფარიძეა 90-იანების „ფრთიანი ცეხავიკები“, ისეთივე მორალის და სახელმწიფოებრივი აზროვნებისაა ეს შევარდნაძის „ფრეილინა“

26-06-2025

„ანუ, საზღვარგარეთ მიღებულია თაღლითობა, სახელმწიფო გადატრიალების ხელშეწყობა, „ფეიკ-მედიის“ დაფინანსება, არჩევნების საბოტაჟის მცდელობა, კონსტიტუციის დარღვევა და კანონის აბუჩად აგდება, ხოლო მართლმსაჯულების აღსრულება მიუღებელია?! კომისიის წინაშე გამოუცხადებლობა ისჯება კანონით“, - ასე ეხმიანება „ხალხის ძალის” წევრი ზურაბ ქადაგიძე თემურ ჭყონიას გაკეთებულ განცხადებას, რომელმაც განაცხადა, რომ „საზღვარგარეთის ფინანსურ წრეებში მიუღებელი იქნება ხაზარაძე-ჯაფარიძის დაკავება“.


როგორც ქადაგიძე აღნიშნავს, საერთაშორისო ფინანსური წრეები კი არა, სულ რომ ჯონ როკფელერი წამოდგეს საფლავიდან, კანონი შეგეხებათ ყველას.


„ეს „ცეხავიკები“, როგორ ყველაფერში ერთმანეთს ჰგვანან?! ანუ, საზღვარგარეთ მიღებულია თაღლითობა, სახელმწიფო გადატრიალების ხელშეწყობა, „ფეიკ-მედიის“ დაფინანსება, არჩევნების საბოტაჟის მცდელობა, კონსტიტუციის დარღვევა და კანონის აბუჩად აგდება, ხოლო მართლმსაჯულების აღსრულება მიუღებელია?! კომისიის წინაშე გამოუცხადებლობა ისჯება კანონით.


მორჩა კინო! მოკლედ, რაც ხაზარაძე-ჯაფარიძეა 90-იანების „ფრთიანი ცეხავიკები“, ისეთივე მორალის და სახელმწიფოებრივი აზროვნებისაა ეს, შევარდნაძის „ფრეილინა“.


P.S. კარგად გამოძღნენ 90-იანებში სახელმწიფოს ხარჯზე და ახლა, კანონიცა და სამართალიც თავიანთი ჰგონიათ, წამოწვნენ მხარ-თეძოზე და ნაბახუსევზე მოინდომეს კონსტიტუციის დაგემოვნება. საერთაშორისო ფინანსური წრეები კი არა, სულ რომ ჯონ როკფელერი წამოდგეს საფლავიდან, კანონი შეგეხებათ ყველას!”, - წერს ქადაგიძე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    თებერვალი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728