გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სეს-ის ვეტერინარები, ევროპელ და აზიელ კოლეგებთან ერთად, გარეული ცხოველების ჯანმრთელობაზე ზედამხედველობის მეთოდებს განიხილავენ

27-06-2025

საქართველოში სამუშაო ვიზიტით ცხოველთა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპისა და ცენტრალური აზიის წარმომადგენლები იმყოფებიან.

ცხოველთა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ (WOAH), წევრი ქვეყნების დახმარების მიზნით, 2020 წელს შექმნა ველური ბუნების ჯანმრთელობის დაცვის პროგრამა, რომელიც მიზნად ისახავს გარეული ცხოველების დაავადებათა პრევენციას, გამოვლენასა და კონტროლს ერთიანი ჯანდაცვის პრინციპით.


მიმდინარე წელს ორგანიზაციის ბრიუსელის რეგიონულმა წარმომადგენლობამ ევროპისა და ცენტრალური აზიისთვის შეიმუშავა გარეული ცხოველების ჯანმრთელობის დაცვის პროგრამის განხორციელების გეგმა და რეგიონული პრიორიტეტები.


სურსათის ეროვნული სააგენტოს ვეტერინარებმა, ევროპელ და აზიელ კოლეგებთან ერთად, გარეული ცხოველების ჯანმრთელობის დაცვის პროგრამა განიხილეს. კონფერენციაზე შემუშავდა აღნიშნული პროგრამის შესრულების გეგმა, რომელიც რეგიონულ თანამშრომლობაზეა ორიენტირებული და მოიცავს გარეული ცხოველების ჯანმრთელობის მონიტორინგსა და მართვას; დაავადებების გავრცელების შემთხვევაში კი, რეაგირების შესაძლებლობების გაძლიერებას.


შეხვედრაზე ხაზი გაესვა რეგიონული თანამშრომლობის მნიშვნელობას ველური ბუნების სიჯანსაღისა და, შესაბამისად, უსაფრთხო, ჯანსაღი და მდგრადი სამყაროს შექმნაში. მხარეებმა გარეულ ცხოველთა დაავადებების აფეთქებაზე რეაგირების მეთოდებზე იმსჯელეს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031