გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გოგი გვახარია: ოპოზიცია რომ შესულიყო პარლამენტში, კომისიის წევრები რომ ყოფილიყვნენ ზურაბ ჯაფარიძე, ნიკა მელია, ნიკა გვარამია, მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე, ახლა ეს ხალხი ციხეში არ იქნებოდა და პოლიტიკური ბრძოლა პარლამენტშიც გაგრძელდებოდა

27-06-2025

„ოპოზიცია რომ შესულიყო პარლამენტში, ეს კომისია რომ შექმნილიყო... როგორც ვიცი კომისიის წევრებს შორის ოპოზიცია უნდა ჭარბობდეს... ანუ კომისიის წევრები რომ ყოფილიყვნენ ზურაბ ჯაფარიძე, ნიკა მელია, ნიკა გვარამია, მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე... ახლა ეს ხალხი ციხეში არ იქნებოდა და პოლიტიკური ბრძოლა პარლამენტშიც გაგრძელდებოდა“, - წერს კინომცოდნე გოგი გვახარია, სოციალურ ქსელში.


მისი განცხადებით, ოპოზიცონერი პოლიტიკოსები, რომლებმაც პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე მისვლას პატიმრობა არჩიეს, ადამიანურად სიმპათიას იმსახურებენ, თუმცა, ცხოვრება რომანი და კინო არ არის. შესაბამისად, გვახარია მიიჩნევს, რომ პოლიტიკური თვითმკვლელობა შეიძლება ლამაზი იყოს, მაგრამ მაინც თვითმკვლელობაა.


„ვიცი როგორი რეაქცია გექნებათ, მაგრამ მაინც დავწერ იმას რასაც ვფიქრობ. მხოლოდ ფრენდებისთვის აი ოპოზიცია რომ შესულიყო პარლამენტში, ეს კომისია რომ შექმნილიყო... როგორც ვიცი კომისიის წევრებს შორის ოპოზიცია უნდა ჭარბობდეს... ანუ კომისიის წევრები რომ ყოფილიყვნენ ზურაბ ჯაფარიძე, ნიკა მელია, ნიკა გვარამია, მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე... ახლა ეს ხალხი ციხეში არ იქნებოდა და პოლიტიკური ბრძოლა პარლამენტშიც გაგრძელდებოდა. ჰო ასეა? პრინციპულობა იშვიათია ჩვენს პოლიტიკურ ცხოვრებაში და მართლა დასაფასებელია რომ ოპოზიციამ სიტყვა არ გატეხა. როგორც რომანი, როგორც კინო - უბრალოდ შესანიშნავია და ადამიანურად სიმპათიის მეტს არაფერს იმსახურებს ეს ხალხი. მაგრამ ცხოვრება, სამწუხაროდ, რომანი და კინო არ არის. ნუ, ყოველთვის არ არის. პოლიტიკური თვითმკვლელობა შეიძლება ლამაზი იყოს, მაგრამ მაინც თვითმკვლელობაა“,- წერს გოგი გვახარია. 

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031