გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი კობახიძე: ჩვენი ამოცანაა პოლიტიკური და სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების მაქსიმალურად გაღრმავება ჩინეთთან, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება კონკრეტულ შედეგებში აისახოს მომავალშიც

27-06-2025

ჩინეთთან ურთიერთობა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია ჩვენი ქვეყნისთვის, ხელისუფლებისთვის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას განაცხადა.


პრემიერის თქმით, ყველაფერი გაკეთდება, რათა ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება კონკრეტულ შედეგებში აისახოს მომავალშიც.


„ჩინეთთან ურთიერთობა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია ჩვენი ქვეყნისთვის, ხელისუფლებისთვის. ჩვენი ამოცანაა პოლიტიკური და სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების მაქსიმალურად გაღრმავება ჩინეთთან. ჩვენ შარშანწინ მოვაწერეთ ხელი სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმებას და ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ეს შეთანხმება კონკრეტულ შედეგებში აისახოს მომავალშიც. ამაზე აქტიური მუშაობა მომავალშიც გაგრძელდება", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2026    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031