გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თომას მელია: საქართველოს სტრატეგიული მნიშვნელობა ჰქონდა იმ მზადყოფნის გამო, რაც დასავლეთთან პარტნიორობას უკავშირდებოდა, მაგალითად, ავღანეთში ქართველი სამხედროების წვლილით

28-06-2025

„საქართველოს სტრატეგიული მნიშვნელობა ჰქონდა იმ მზადყოფნის გამო, რაც დასავლეთთან პარტნიორობას უკავშირდებოდა, მაგალითად, ავღანეთში ქართველი სამხედროების წვლილი“,- ამის შესახებ ამერიკელმა დიპლომატმა, თომას მელიამ თბილისში, 2025 წლის „რონდელის უსაფრთხოების კონფერენციაზე“ გამოსვლის შემდეგ „რადიო თავისუფლებასთან“ განაცხადა.


კითხვაზე, თუ რა საფრთხეს მოიცავს კონფერენციაზე მის მიერ ხსენებული „სტრატეგიული უმნიშვნელობა“ ისეთი ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა, მელია აცხადებს, რომ თუკი საქართველო ამ პარტნიორობას ზურგს აქცევს, არსებობს რისკი, რომ მას უბრალოდ დაივიწყებენ.


„საქართველო პატარა ქვეყანაა. მას არ გააჩნია არც დიდი ეკონომიკური წონა და არც სამხედრო ძალა. არც ნავთობი აქვს, არც გაზი. მაგრამ მას ჰქონდა სტრატეგიული მნიშვნელობა – იმ მზადყოფნის გამო, რაც დასავლეთთან პარტნიორობას უკავშირდებოდა. ავღანეთში ქართველი სამხედროების წვლილი, მაგალითად, ვაშინგტონში დიდ პატივისცემას იწვევდა. მაგრამ თუკი საქართველო ამ პარტნიორობას ზურგს აქცევს, არსებობს რისკი, რომ მას უბრალოდ დაივიწყებენ. სტრატეგიული უმნიშვნელობა ნიშნავს მარტო დარჩენას, და იმ შესაძლებლობებზე წვდომის დაკარგვას, რაც მის განვითარებას შეუწყობდა ხელს“, - განაცხადა თომას მელიამ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2026    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031