გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
კონსტანტინე ჟღენტი: უცხოეთის ინტერესში არ არის იმაზე საუბარი რას აკეთებს ქვეყანა და მთავრობა, მათ ინტერესშია საქართველოში შეიცვალოს მთავრობა, ამიტომ საუბრობენ იმაზე, რასაც ეუბნებიან ჩასულები [რადიკალური ოპოზიცია]

30-06-2025

უცხოეთის ინტერესში არ არის იმაზე საუბარი რას აკეთებს ქვეყანა და მთავრობა, რა წარმატებები აქვს, მათ ინტერესშია საქართველოში შეიცვალოს არსებული მთავრობა, ამიტომ საუბრობენ იმაზე, რასაც ეუბნებიან ჩასულები [რადიკალური ოპოზიცია], ეს არის მთავარი, - განაცხადა დიპლომატმა, კონსტანტინე ჟღენტმა პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, კომისიის წევრ, გურამ მაჭარაშვილის კითხვის პასუხად, თუ რამდენად ობიექტურად იყენებენ სქართველოს შესახებ არსებულ ინფორმაციას უცხოეთში.


კონსტანტინე ჟღენტის მიერ აღნიშნულ თემაზე საუბრისას, ასევე კომენტარი გააკეთა კომისიის წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა, რომლის თქმითაც, ევროპარალამენტართა და ევროკომისიის წევრთა მოთხოვნით საქართველოს კოჰაბიტაცია უნდა ჰქონოდა „ნაციონალურ მოძრაობასთან“, ხოლო დღევანდელი ხელისუფლების მიმართ, რომელსაც ბრალს ვერაფერში ვერ უყენებენ სანქციებს ითხოვენ.


„წინა ხელისუფლება, რომელმაც უამრავი დანაშაული ჩაიდინა და ესეც კარგად იცოდნენ, კიდევ უფრო გამოჩნდა ახლა ბოლო ხუთ თვეში იმათ აპატიეთო. კოჰაბიტაცია წინა რეჟიმის მიმართ უნდა გვქონდეს და დღევანდელი ხელისუფლების მიმართ, რომელსაც უბრალოდ ბრალს ვერ უყენებენ ვერაფერში, სანქციებს ითხოვენ. აი ეს არის მათი სიმართლე. დღევანდელ სახელმწიფოს, ქართველი ხალხის მიმართ, ვიზალიბერალიზაციის და სხვა სიკეთეების წართმევა უნდათ. მაშინ, როდესაც უბრალოდ ვერ ასახელებენ რა ჩაიდინა არასწორი ქართულმა სახელმწიფომ და ქართულმა ხელისუფლებამ. აქ სანქციებსა და რევოლუციას ითხოვენ, და იქ როდესაც ხალხს ანადგურებდნენ დახოცავდნენ იმ რეჟიმის მიმართ ითხოვენ კოჰაბიტაციას. აი ეს არის რეალობა“, - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031