გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ზაალ ანჯაფარიძე: ბრიტანეთმა როგორც ჩანს საქართველო ამოიღო სამიზნეში, ეტკინათ სიმართლე მათ ქმედებებზე საქართველოში, ეწყინათ, რომ ბრიტანეთის ელჩს ჩვენს საგარეო საქმეთა სამინისტროში ესაუბრენ ისე, როგორც იმსახურებდა

1-07-2025

„ბრიტანეთის საგარეო უწყებამ ლონდონში მყოფი საქართველოს საქმეთა დროებითი რწმუნებული გამოიძახა და პროტესტი გამოხატა მისი მთავრობის მიერ პარტნიორებისადმი, მათ შორის ბრიტანეთისადმი „ცრუ ბრალდებების და საჯარო თავდასხმების“ გამო“, - წერს ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში.


მისი თქმით, ბრიტანეთის ელჩს ჩვენს საგარეო საქმეთა სამინისტროში ესაუბრენ ისე, როგორც იმსახურებდა და აგრძნობინეს, დამოუკიდებელ და სუვერენულ ქვეყანაში იმყოფება ელჩად.


„ბრიტანეთის საგარეო უწყებამ ლონდონში მყოფი საქართველოს საქმეთა დროებითი რწმუნებული გამოიძახა და პროტესტი გამოხატა მისი მთავრობის მიერ პარტნიორებისადმი, მათ შორის ბრიტანეთისადმი „ცრუ ბრალდებების და საჯარო თავდასხმების“ გამო“.


ბრიტანეთმა როგორც ჩანს საქართველო ამოიღო სამიზნეში, რომ ამით მაინც დაიკმაყოფილოს ნეოკოლონიალური ვნებები და პატარა ქვეყნებს გადაუარ-გადმოუაროს. ეტკინათ სიმართლე მათ ქმედებებზე საქართველოში, ეწყინათ, რომ ბრიტანეთის ელჩს ჩვენს საგარეო საქმეთა სამინისტროში ესაუბრენ ისე, როგორც იმსახურებდა და აგრძნობინეს რომ დამოუკიდებელ და სუვერენულ ქვეყანაში იმყოფება ელჩად“, - წერს ანჯაფარიძე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2026    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031