გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გია აბაშიძე: ევროპული კრიზისის ფონზე იმდენად შესამჩნევია საქართველოს წინსვლა, რომ ანტიქართული აშშ-ის ატლანტიკური საბჭოც აღიარებს ჩვენს პროგრესს კეთილდღეობის კუთხით

1-07-2025

ანალიტიკოსი გია აბაშიძე „ატლანტიკური საბჭოს“ მიერ გამოქვეყნებულ კვლევას ეხმიანება და აღნიშნავს, რომ „თამამად შეიძლება ითქვას, რომ ატლანტიკური საბჭოს ანტიქართული განცხადებები და გამრუდებული აღქმები აქაურ ვითომ კატასტროფულ ვითარებაზე დეზავუირებელია მათივე კვლევით, ფაქტების ანალიზით.  წლეულს, IMF-ის ანგარიშის შემდეგ, უკვე მეორედ აღიარებენ საერთაშორისო აქტორები, რომ კეთილდღეობის პროგრესით, საქართველო 21-ე საუკუნის საუკეთესო სამეულშია“.


მისი თქმით, ატლანტიკური საბჭოს კეთილდღეობის ინდექსით, მოწინავე პოზიციები გვაქვს უფრო ფართო ასპექტებში, კერძოდ: შემოსავლების დონე, სოციალურ თანასწორობა, უმცირესობის უფლებები, გარემოს დაცვა, განათლება, ჯანდაცვა.


„ევროპული კრიზისის ფონზე იმდენად შესამჩნევია საქართველოს წინსვლა, რომ ანტიქართული აშშ-ის ატლანტიკური საბჭოც აღიარებს ჩვენს პროგრესს კეთილდღეობის კუთხით.


დეტალურ ანგარიშში ხსენებულმა საბჭომ საქართველო კეთილდღეობის პროგრესით 21-ე საუკუნის საუკეთესო სამეულში შეიყვანა. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ატლანტიკური საბჭოს ანტიქართული განცხადებები და გამრუდებული აღქმები აქაურ ვითომ კატასტროფულ ვითარებაზე დეზავუირებელია მათივე კვლევით, ფაქტების ანალიზით.


წლეულს, IMF-ის ანგარიშის შემდეგ, უკვე მეორედ აღიარებენ საერთაშორისო აქტორები, რომ კეთილდღეობის პროგრესით, საქართველო 21-ე საუკუნის საუკეთესო სამეულშია. საერთაშორისო სავალუტო ფონდმა აღნიშნა, რომ 2030 წლის ჩათვლით, რეალური და მსყიდველუნარიანი ეკონომიკური კეთილდღეობის გაუმჯობესებით, საქართველო XXI საუკუნის ტოპ სამეულში იქნება.


ხოლო ატლანტიკური საბჭოს კეთილდღეობის ინდექსით, მოწინავე პოზიციები გვაქვს უფრო ფართო ასპექტებში, კერძოდ: შემოსავლების დონე, სოციალურ თანასწორობა, უმცირესობის უფლებები, გარემოს დაცვა, განათლება, ჯანდაცვა“, - წერს აბაშიძე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031