გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გია აბაშიძე: ტყუილად არაა, რომ ინტენსიური გახდა ცალკეული დასავლელი ე.წ. დიპლომატების გაუგონარი თავდასხმები „ქართულ ოცნებაზე“

1-07-2025

„ფილოსოფოსი ზაზა შათირიშვილი გვაფრთხილებს და ალარმიზაცია საზოგადოებაშიცაა - „დიფ სთეითის“ ინსტრუმენტები, კოლექტიური ჰერჩინსკები ყველაფერზე წამსვლელნი არიან, ოღონდ აქ დასვან მარიონეტული ხელისუფლება“, - ამის შესახებ ანალიტიკოსი გია აბაშიძე წერს სოციალურ ქსელში და ფილოსოფოს ზაზა შათირიშვილის ე.წ დიპლომატების შესახებ ვრცელი წერილის ამონარიდებს ურთავს თან.


აბაშიძის თქმით, ტყუილად არ გაძლიერებულა ცალკეული დასავლელი ე.წ. დიპლომატების გაუგონარი თავდასხმები „ქართულ ოცნებაზე“, პოლარიზაციის გაღვივება და რადიკალების უტიფარი დაფინანსება, რამდენადაც აგენტოკრატიამ გამოიყენა რა ყველა საშუალება უსამშობლო, უუნარო ნაცპოლიტიკოსების მოქოქვით, სცენარში სისხლიანი მომენტის შემოტანისთვისაც მზადაა.


„ფილოსოფოსი ზაზა შათირიშვილი გვაფრთხილებს და ალარმიზაცია საზოგადოებაშიცაა - „დიფ სთეითის“ ინსტრუმენტები, კოლექტიური ჰერჩინსკები ყველაფერზე წამსვლელნი არიან, ოღონდ აქ დასვან მარიონეტული ხელისუფლება. ტყუილად არაა, რომ ინტენსიური გახდა ცალკეული დასავლელი ე.წ. დიპლომატების გაუგონარი თავდასხმები „ქართულ ოცნებაზე“, პოლარიზაციის გაღვივება და რადიკალების უტიფარი დაფინანსება. აგენტოკრატიამ გამოიყენა რა ყველა საშუალება უსამშობლო, მაგრამ უუნარო ნაცპოლიტიკოსების მოქოქვით, სცენარში სისხლიანი მომენტის შემოტანაზეც მზადაა.


„დიპლომატების ყოველი უსამართლო განცხადება და ხელისუფლებაზე თავდასხმა, ერთადერთ მიზანს, საქართველოში სიტუაციის მაქსიმალურად დაძაბვას და პოლარიზაციას ემსახურება, ამ დროს კი, აუცილებლად გამოჩნდება ვინმე, ვინც ყველაფერზე, მათ შორის, ტყვიის გასროლაზე წავა“, - აღნიშნავს ზაზა შათირიშვილი.


ქართველმა ფილოსფოსმა, ასევე, განაცხადა: „„დიფ სთეითს“ საქართველოში რევოლუციისათვის მსხვერპლი სჭირდება, ეს არა ვარაუდი, არამედ დადასტურებული ფაქტია. ყველას კარგად გვახსოვს ლორა თორნტონის, მაკეინის ინსტიტუტის ხელმძღვანელის ღია წერილი, რომელიც საქართველოში მსხვერპლის აუცილებლობაზე საუბრობს...როდესაც ჩათვლიან, რომ აგრესიული უმცირესობა რევოლუციისთვის მზად არის, აუცილებლად გამოჰკრავს ვინმე სასხლეტს ხელს და მათთვის ასე ნანატრი მსხვერპლიც რეალობად იქცევა““, - წერს გია აბაშიძე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031