გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ზაალ ანჯაფარიძე: საგარეო საქმეთა სამინისტროდან წასული პოლიტიკურად ანგაჟირებული პირების მხრიდან სამინისტროში დარჩენილი კოლეგების დამუნათებამ უკვე ამაზრზენი ფორმები მიიღო

2-07-2025

ბოლო დღეებში საგარეო საქმეთა სამინისტროდან წასული პოლიტიკურად ანგაჟირებული პირების მხრიდან სამინისტროში დარჩენილი კოლეგების დამუნათებამ უკვე ამაზრზენი ფორმები მიიღო, იმიტომ რომ აშკარაა მათი მხრიდან სამინისტროს ინსტიტუციური ჩამოშლის მცდელობა, რაც ჩვეულებრივი საბოტაჟის ერთ ერთი ფორმაა. თუ მიდიხარ, ღირსეულად წადი მაინც და უკან ნუ იფურთხები - ასე ეხმიანება ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე საგარეო საქმეთა სამინისტროში რეორგანიზაციის შედეგად გამოწვეულ მოვლენებს.


მისი თქმით, თავი რომ მაგარ პროფესიონალებად მოგაქვთ, და ტერმინს „ინსტიტუციური მეხსიერება“ ატრიალებთ ყველა ბრუნვაში, იქნებ ცოტა მეტი წაიკითხოთ და გაერკვეთ რას ნიშნავს ის. სპეციალისტების წასვლით ინსტიტუციური მეხსიერება არ ქრება.


„ბოლო დღეებში საგარეო საქმეთა სამინისტროდან წასული პოლიტიკურად ანგაჟირებული პირების მხრიდან სამინისტროში დარჩენილი კოლეგების დამუნათებამ უკვე ამაზრზენი ფორმები მიიღო, იმიტომ რომ აშკარაა მათი მხრიდან სამინისტროს ინსტიტუციური ჩამოშლის მცდელობა, რაც ჩვეულებრივი საბოტაჟის ერთ-ერთი ფორმაა. თუ მიდიხარ, ღირსეულად წადი მაინც და უკან ნუ იფურთხები!


P.S. თავი რომ მაგარ პროფესიონალებად მოგაქვთ, და ტერმინს „ინსტიტუციური მეხსიერება“ ატრიალებთ ყველა ბრუნვაში, იქნებ ცოტა მეტი წაიკითხოთ და გაერკვეთ რას ნიშნავს ის. სპეციალისტების წასვლით ინსტიტუციური მეხსიერება არ ქრება. კადრები მიდიან მოდიან, მაგრამ წლების მანძილზე დაგროვილი გამოცდილება უწყების კედლებშივე რჩება“, - წერს ანჯაფარიძე.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930