გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
იმედა მაისურაძე კოდორის სოფლის ნაცვლად ცარიელი ადგილის დაბომბვაზე: 400 ჭურვიდან, ალბათ 60 დავხარჯეთ, ისიც იმისთვის, რომ იმიტაცია შეგვექმნა, მთლად რომ არ გვესროლა, კატასტროფა იქნებოდა ჩვენთვის, რადგან კაციჭამიები გველოდებოდნენ უკან

2-07-2025

რეზულტატი რომ ვერ მიიღეს, იმ წამსვე დაგვტვირთეს და გამოგვიშვეს უკან, ჭურვებით აღგვჭურვეს თავიდან, მაგრამ, ამ ჯერზე გაგვიშვეს ორი ვერტმფრენი და არა ხუთი. მეორედაც იგივე რეზულტატი მიიღეს, მეორედ აღარ ვისროლეთ საერთოდ, იმიტომ, რომ ხალხი დარბოდა სოფელში და იქნევდნენ ზეწრებს, არ გვესროლოთო, - განაცხადა მფრინავმა იმედა მაისურაძემ, საგამოძიებო კომისიის სხდომაზე განაცხადა, სადაც 2006 წლის ივლისში, ემზარ და ნორა კვიციანების სახლის დაბომბვის თაობაზე, ირაკლი ოქრუაშვილის მიერ მიღებულ დავალებაზე საუბრისას.


მაისურაძის განცხადებით, პირველი გაფრენის შემდეგ, როდესაც მფრინავებმა მოსახლეობით სავსე სოფლის დაბომბვის ნაცვლად, ცარიელი ადგილი იმიტაციისთვის დაბომბეს, ისინი კვლავ გაგზავნეს სოფლის დასაბომბად, ამჯერად კი მათ ჭურვების გაშვებაზე საერთოდ უარი განაცხადეს.

„100 პროცენტით დარწმუნებულები ვიყავით, რომ მოსახლეობა [კოდორის სოფლიდან] არ იყო ევაკუირებული და შესაბამისად, მერე უკვე არ ვიმუშავეთ მიზნებზე. მოვძებნეთ ცარიელი რიყე ადგილი და სათქმელად, საჩვენებლად გავუშვით რამდენიმე „ზალპი“.


ეტყობა პირდაპირ გადმოსცემდნენ და სენაკში უკან რომ დავბრუნდით, უკვე იცოდნენ, რომ ის მიზანი, რაც ჰქონდათ არ იყო შესრულებული - არც სახლები განადგურებულა და არც არავინ მომკვდარა, რაც ალბათ უნდოდათ. რეზულტატი რომ ვერ მიიღეს, იმ წამსვე დაგვტვირთეს და გამოგვიშვეს უკან, ჭურვებით აღგვჭურვეს თავიდან, მაგრამ, ამ ჯერზე გაგვიშვეს ორი ვერტმფრენი და არა ხუთი. მეორედაც იგივე რეზულტატი მიიღეს, მეორედ აღარ ვისროლეთ საერთოდ, იმიტომ, რომ ხალხი დარბოდა სოფელში და იქნევდნენ ზეწრებს, არ გვესროლოთო. [ჯარი და პოლიცია] იქ იყვნენ უკვე, სოფელში.


400 ჭურვიდან, ალბათ 60 ცალი ჭურვი დავხარჯეთ, ისიც იმისთვის, რომ იმიტაცია შეგვექმნა, მთლად რომ არ გვესროლა, ეს კატასტროფა იქნებოდა თითოეული ჩვენგანისთვის, რადგან კაციჭამიები გველოდებოდნენ უკან,“ - განაცხადა იმედა მაისურაძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031