გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მფრინავი კოდორის მოვლენებზე: სამხედრო პოლიციამ დამაკავა, დავალება არ შეასრულე მოღალატე ხარო - 10 დღეში გამათავისუფლეს, საბრძოლო ვერტმფრენით გადმოვფრინდი თბილისში, თუ საშიში ვიყავი საბრძოლო ვერტმფრენი ისევ როგორ მანდეს

2-07-2025

პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე მფრინავ, იმედა მაისურაძეს, უსმენენ, რომელიც 2006 წლის ივლისის კოდორის სპეცოპერაციაში მონაწილეობდა.


იმედა მაისურაძე იხსენებს მისი დაკავების ამბავს, მას შემდეგ რაც არ შეასრულა საცხოვრებელი სახლების დაბომბვის ბრძანება.


„მეორე გაფრენის შემდეგ უკან რომ ვბრუნდებოდი, სანამ დავჯდებოდი უკვე ვხედავდი, რომ ციმციმებიანი მანქანები მელოდებოდნენ სენაკში.


სამხედრო პოლიციამ დამაკავა და ფოთში წამიყვანა. დავალება არ შეასრულე მოღალატე ხარ, უვარგისი მფრინავიო. ფოთში სატუსაღო იყო ბევრი კოღოებით, მხოლოდ მე დამიჭირეს. დაკითხვებზე მეკითხებოდნენ დეტალებს, რაღაცებს მაბრალებდნენ ცოტ-ცოტას. სრულ სისულელეებს იძახდნენ.


თითქოს მე ემზარ კვიციანისგან რაღაც თანხა მქონდა აღებული“,-განაცხადა იმედა მაისურაძემ. მაისურაძის თქმით, ის 10 დღიანი დაკავების შემდეგ გაათავისუფლეს და თბილისში საბრძოლო ვერტმფრენით დაბრუნების უფლება მისცეს. მას უკვირს თუ ასეთი საშიში იყო და თანაც მოღალატე როგორ მისცა ხელმძღვანელობამ მოღალატე ადამიანს ამის უფლება. „შეკრიბეს მთელი ავიაციის პირადი შემადგენლობა მე ჩამომიყვანეს ფოთიდან სენაკში კიდევ ერთად გვლანძღეს ყველა და შემდეგ ისევ ფოთში წამიყვანეს. ამ წაყვანიდან ორ დღეში ჩამოვედი სენაკში. 10 დღეში გამათავისუფლეს, თავდაცვაში დავრჩი, საბრძოლო ვერტმფრენით გადმოვფრინდი თბილისში, თუ ასეთი საშიში ვიყავი საბრძოლო ვერტმფრენი ისევ როგორ მანდეს?! ჩემი მდგომარეობა იყო სასაცილო, პატარა ბავშვს, რომ აშინებენ“, - განაცხადა იმედა მაისურაძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2026    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031