გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გახარიას პარტიის 12 წევრს სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყდა

2-07-2025

პარლამენტმა, რიგგარეშე სესიის პლენარულ სხდომაზე, პარტია „საქართველოსთვის" 12 წევრის სადეპუტატო უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხს მხარი დაუჭირა.


„ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით არსებული შემაჯამებელი ოქმის შესაბამისად, ბარიერგადალახულ პარტიათა შორის იყო პარტია „საქართველოსთვის", რომელსაც პარლამენტში 12 მანდატით სარგებლობის შესაძლებლობა ჰქონდა, თუმცა სამწუხაროდ, მათ არ ისარგებლეს ამ მანდატებით და საგაზაფხულო სესიის 26-ვე სხდომა არასაპატიო მიზეზით გააცდინეს", - განაცხადა საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ დავით მათიკაშვილმა.


მისივე განმარტებით, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისად, ყოველი მომდევნო სესიის სხდომების ნახევარზე მეტის არასაპატიო მიზეზით გაცდენის შემთხვევაში, დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხი დგება.


პარლამენტმა თორმეტივე დეპუტატის მიმართ პარლამენტის წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე დადგენილების პროექტებს ცალ-ცალკე უყარა კენჭი.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2026    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031