გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თეა წულუკიანი გიორგი გახარიას: უკვე მივხვდი, რომ ის, რასაც ჩვენი სამართალი და ევროპული კონვენცია ეფექტურ კონტროლს ეძახის, თქვენ, „გაგნებაში არ ხართ“ რას ნიშნავს - შს მინისტრმა ეფექტური კონტროლი რა არის, მინიმუმ უნდა იცოდეს

2-07-2025

2003 წლიდან დღემდე საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, ყოფილ შინაგან საქმეთა და პრემიერ-მინისტრს, „გახარია - საქართველოსთვის“ ლიდერ გიორგი გახარიას, ჩორჩანას საგუშაგოს ეპიზოდთან დაკავშირებით, დისტანციურად უსმენენ.


კომისიის თავმჯდომარემ თეა წულუკიანმა გახარიას შეახსენა, რომ მისი ქმედებების შედეგი ნათელია, ვინაიდან, ქვეყანას მილიონი კვადრატული მეტრი დააკარგვინა. მისივე განცხადებით, გამოჩნდა, რომ გახარია „გაგნებაში არ არის“, რას ნიშნავს სამართლებრივად ეფექტური კონტროლი, რაც მას, როგორც შს მინისტრს, უნდა სცოდნოდა.


„მოდით, ასე შევთანხმდეთ, რომ როცა გატყობინებთ, კომისიაზე მოდიო და ბილეთს ყიდულობ და გარბიხარ, დაასრულეთ თუ რამე გაქვთ სათქმელი, როცა აგერ არის შედეგი, რომ მილიონი კვადრატული მეტრი დააკარგვინეთ ქვეყანას. ასე რომ, ვის რისი ეშინია, გამოჩნდა და საზოგადოება ხედავს. მე, როგორც იურისტი, უკვე მივხვდი, რომ ის, რასაც ჩვენი სამართალი და ევროპული კონვენცია ეფექტურ კონტროლს ეძახის, თქვენ, ჟარგონზე რომ ვთქვა, „გაგნებაში არ ხართ“ რას ნიშნავს. ეს არ არის გასაკვირი, მაგრამ შინაგან საქმეთა მინისტრმა, ეფექტური კონტროლი რა არის, მინიმუმ უნდა იცოდეს“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031