გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სოზარ სუბარი: გახარია მთელი ამ ხნის განმავლობაში ამტკიცებდა, რომ არც ერთი კვადრატული მეტრი ტერიტორია არ დაკარგულა, ახლა თქვა სრულიად საპირისპირო, სადაც მონიშნეთ, რომ უნდა დადგმულიყო ქართული საგუშაგოები, იქ რუსებმა ჩადგეს საგუშაგოებიო-რა ჰქვია ამას?

2-07-2025

2003 წლიდან დღემდე საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, ჩორჩანასთან საგუშაგოს განთავსების საკითხის განხილვაზე, ყოფილ შინაგან საქმეთა და პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განმარტებებს უსმენენ, რომელიც სხდომაზე დისტანციურად ერთვება.


საგამოძიებო კომისიის მდივნის, სოზარ სუბარის განცხადებით, გიორგი გახარია აქამდე ამტკიცებდა, რომ საგუშაგოს ჩადგმის შედეგად, არც ერთი კვადრატული მეტრი არ დაკარგულა და პირიქით, ტერიტორიების დაკარგვა აღიკვეთა, თუმცა, ახლა ამისგან სრულიად საპირისპირო თქვა და მართალია სხვებს გადააბრალა, თუმცა აღნიშნა, რომ ტერიტორიები დაიკარგა.


„გახარია მთელი ამ ხნის განმავლობაში ამტკიცებდა, რომ არც ერთი კვადრატული მეტრი ტერიტორია არ დაკარგულა, პირიქით, აღვკვეთეთ ტერიტორიების დაკარგვაო. ახლა, მართალია სხვებს გადააბრალა, მაგრამ თქვა, რომ ტერიტორია დაიკარგა - იმის სრულიად საპირისპირო, რასაც აქამდე ამბობდა. ანუ, რაც მონიშნეთ, რომ აქ უნდა დადგმულიყო ქართული საგუშაგოები, იქ რუსებმა ჩადგეს საგუშაგეობიო და რა ჰქვია ამას, თუ არა ტერიტორიის დაკარგვა? განმარტეთ, როგორ არის, სადაც მონიშნეთ, რომ უნდა ჩაგედგათ საგუშაგო იქ თქვენ ჩადგით საგუშაგო თუ რუსებმა და თუ რუსებმა ჩადგეს, მაშინ რას ნიშნავს, არ დაიკარგა,“ - აღნიშნა სოზარ სუბარმა.


ამ კითხვას გახარიამ შემდეგი რეპლიკით უპასუხა: „არ ჰქვია, არა. შეიძლება თქვენი აზროვნებისთვის ჰქვია [ტერიტორიების დაკარგვა], მაგრამ, სინამდვილეში არ ჰქვია.“

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031