გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გიორგი გახარია კითხვაზე, იმყოფებოდა თუ არა ნინო ლომჯარია 20 ივნისს პარლამენტში მასთან ერთად: არ მახსოვს, შენობაში დანახული მყავს

2-07-2025

იქ ბევრი ადამიანი მიდიოდა-მოდიოდა, არ მახსოვს. შენობაში იყო, დანახული მყავს, - ასე უპასუხა ყოფილმა შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარის, თეა წულუკიანის შეკითხვას, 2019 წლის 20 ივნისს პარლამენტის შენობაში იმყოფებოდა თუ არა მაშინდელი სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია.


გახარიას თქმით, შენობაში ისეთი ადამიანები იყვნენ, რომლებიც არ უნდა ყოფილიყვნენ, მაგალითად, „ნაციონალური მოძრაობიდან“, თუმცა, მათი ვინაობა არ დააკონკრეტა, ვინაიდან, მისი მტკიცებით, სახელები არ ახსოვს.


„შენობაში, რომ იცოდეთ, იყვნენ ისეთი ადამიანები, რომლებიც საერთოდ არ უნდა ყოფილიყვნენ და თქვენ შემოუშვით ისინი. მაგალითად, „ნაცები“ იყვნენ ბევრი, არა დეპუტატები. არ მახსოვს სახელები, სახეზე ვიცნობ.“ - განაცხადა გიორგი გახარიამ.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31