გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თიბისის ახალი ფუნქციონალი - დოლარსა და ევროში თანხის მომენტალური გადარიცხვა ნებისმიერ ბანკში

3-07-2025

თიბისიმ მომხმარებლების ყოველდღიურობის გასამარტივებლად, კიდევ ერთი ინოვაციური ფუნქციონალი შექმნა. მათ ეძლევათ უპრეცედენტო შესაძლებლობა, ნებისმიერი სხვა ბანკის საკუთარ ბარათზე ან პირიქით, თანხა არა მხოლოდ ლარში, არამედ დოლარისა და ევროს ვალუტებშიც მომენტალურად გადარიცხონ.


აღნიშნული ფუნქციონალი მოქმედებს მხოლოდ მობაილბანკში და თანხა ბარათზე წამებში ისახება. გადარიცხვის საკომისიო კი, მხოლოდ 1%-ია.  

ახალი, ინოვაციური ფუნქციონალით სარგებლობა, რომლის ანალოგიც საქართველოში ჯერ არ შექმნილა, მხოლოდ ფიზიკური პირებისათვის არის შესაძლებელი - ერთჯერადი ტრანზაქციის მინიმალური თანხა €2 ან $2, მაქსიმალური კი, €1000 ან $1000-ია (დამოკიდებულია ტრანზაქციის ვალუტაზე).


თანხის გადასარიცხად, თიბისის მომხმარებლებმა მობაილბანკის გადარიცხვების გვერდის ჩამონათვალში უნდა აირჩიონ - „სხვა ბანკიდან 24/7-ზე “, ამის შემდეგ კი, დაამატონ ბარათი ან უკვე არსებული ბარათებიდან აირჩიონ ის, რომელზეც თანხის გადარიცხვა სურთ.


“სხვა ბანკიდან 24/7-ზე” ფუნქციონალისა და გადარიცხვის პროცედურის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.

გადარიცხე მომენტალურად 24/7-ზე, უცხოურ ვალუტაში, ნებისმიერ ბანკში!

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031