გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გია აბაშიძე: მოღალატე გახარიას პარტიაში რღვევის პროცესია, არავინ დაიჯეროს, რომ ელგუჯა ხოკრიშვილის წასვლა და სავარაუდოდ, აწი სხვათა, არჩევნებში მონაწილეობას უკავშირდება, ე.წ. ბიზნეს პროექტია ჩავარდნილი

3-07-2025

ინფრასტრუქტურის ექს-მინისტრი ხოკრიშვილი თურმე წინააღმდეგია ოპოზიციური პარტიების თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობისა, რამდენადაც ვერ ხედავს რეალურ პოლიტიკურ შედეგს. ცხადია, პოლიტიკურ შედეგებს ქოსატყუილა რევანშისტების ე.წ. პარტიები ვერასდროს, ვერცერთ დონეზე მიაღწევენ - ასე გამოეხმაურა ანალიტიკოსი გია აბაშიძე გიორგი გახარიას პარტიაში დაპირისპირებას და ელგუჯა ხოკრიშვილის წასვლას.


როგორც აბაშიძე აღნიშნავს, ბერლინის სასტუმროს ბიზნეს სუიტში მონებივრე, გაქცეული გახარიას "პარტია" იმაზე მდარე პოლიტიკანების სიით წარდგება, ვიდრე აქამდე გვინახავს. რასაკვირველია, თუ ამ კანტორამ მიაღწია იქამდე.


“მოღალატე გახარიას პარტიაში რღვევის პროცესია, არავინ დაიჯეროს, რომ ელგუჯა ხოკრიშვილის წასვლა და სავარაუდოდ, აწი სხვათა, არჩევნებში მონაწილეობას უკავშირდება, ე.წ. ბიზნეს პროექტია ჩავარდნილი. ინფრასტრუქტურის ექს-მინისტრი ხოკრიშვილი თურმე წინააღმდეგია ოპოზიციური პარტიების თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობისა, რამდენადაც ვერ ხედავს რეალურ პოლიტიკურ შედეგს. ცხადია, პოლიტიკურ შედეგებს ქოსატყუილა რევანშისტების ე.წ. პარტიები ვერასდროს, ვერცერთ დონეზე მიაღწევენ. ადგილობრივ არჩევნებში ბერლინის სასტუმროს ბიზნეს სუიტში მონებივრე, გაქცეული გახარიას "პარტია" იმაზე მდარე პოლიტიკანების სიით წარდგება, ვიდრე აქამდე გვინახავს. რასაკვირველია, თუ ამ კანტორამ მიაღწია იქამდე.” - წერს აბაშიძე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2026    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031