გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი კობახიძე: ვინც ცდილობს საქართველოში რევოლუციის მოწყობას, ახალგაზრდების იდეოლოგიურად მოწამვლას, იგივე ადამიანები ავრცელებენ ჩვენს ქვეყანაში ნარკოტიკებს, ეს არის ე.წ. ლიბერალური ხაზი

4-07-2025

ვიღაცებს სურდათ საქართველოში წაეხალისებინათ ნარკოტიკის მოხმარება, ესეც იგივე ხელით არის დალაგებული ვინც ჩვენ გვედავება დემოკრატიულ უკუსვლას, ვინც ცდილობს საქართველოში რევოლუციის მოწყობას, იდეოლოგიურად ჩვენი თანამოქალაქეების, მათ შორის ახალგაზრდების მოწამვლას, ზუსტად იგივე ადამიანები ავრცელებენ ჩვენს ქვეყანაში ნარკოტიკებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა „იმედი LIVE-ში" განაცხადა.


როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, მთავარი არის, რომ სახელმწიფო ჰქონდეს მკაფიო პოლიტიკა ამ ყველაფერთან დაკავშირებით.


„აღრიცხვაც მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ ეფექტურად ებრძოლო ნარკომანიას. ეს არის პრობლემური საკითხი. ამასთან დაკავშირებით სტატისტიკური ინფორმაციაც არ აქვს მკაფიოდ სახელმწიფოს. ყველა ამ მიმართულებით გვექნება შედეგები და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი.


ვიღაცებს სურდათ საქართველოში წაეხალისებინათ ნარკოტიკის მოხმარება, ესეც არის ლიბერალური დღის წესრიგის ერთ-ერთი მთავარი ხაზი, ესეც იგივე ხელით არის დალაგებული ვინც ჩვენ გვედავება დემოკრატიულ უკუსვლას, ვინც ცდილობს საქართველოში რევოლუციის მოწყობას, ვინც ცდილობს იდეოლოგიურად ჩვენი თანამოქალაქეების, მათ შორის ახალგაზრდების მოწამვლას, ზუსტად იგივე ადამიანები ავრცელებენ ჩვენს ქვეყანაში ნარკოტიკებს. ეს არის ე.წ. ლიბერალური ხაზი. აქაც ვერ ვიქნებით ჩვენ ვერც ტოლერანტები და ვერც გულხელდაკრეფილი, აქაც დაგვჭირდება კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა", - განაცახადა ირაკლი კობახიძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031