გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
კონგრესმენი ანა პაულინა ლუნა: ზელენსკიმ მართლმადიდებლური ეკლესია აკრძალა - ზელენსკი, შემიძლია დაგპირდეთ, რომ იარაღისთვის დაფინანსება არ გექნებათ

4-07-2025

კონგრესმენი ანა პაულინა ლუნა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართავს და აცხადებს, რომ ზელენსკიმ მართლმადიდებლური ეკლესია აკრძალა. ის უკრაინის პრეზიდენტს ჰპირდება, რომ იარაღის დასაფინანსებელ თანხას აშშ-სგან ვეღარ მიიღებს და აღნიშნავს, რომ ამერიკა უკრაინის ყულაბა არ არის.


„ზელენსკიმ მართლმადიდებლური ეკლესია აკრძალა. ზელენსკი, შემიძლია დაგპირდეთ, რომ იარაღისთვის დაფინანსება არ გექნებათ. მოილაპარაკეთ მშვიდობისთვის. ჩვენ თქვენი ყულაბა არ ვართ“, - წერს კონგრესმენი სოციალურ ქსელ X-ზე.


მოგვიანებით, ამავე პოსტის კომენტარში ის გამოეხმაურა „უკრაინელი ბოტების“ რეაქციასაც და დაწერა: „უკრაინელი ბოტები ამაზე ძალიან გაგიჟდნენ - „არაუშავს, რადგან ისინი რუსი მართლმადიდებლები იყვნენ“. უეცრად, ეს ომის მომხრე ნაძირალები რელიგიის ექსპერტები და ტელეპათებიც გახდნენ, რადგან დარწმუნებულები არიან, რომ არც ერთი ქრისტიანი არ დადიოდა ამ ეკლესიებში ღმერთის თაყვანისცემისთვის. წარმოიდგინეთ, რომ ჩვენც იგივე გავაკეთოთ შტატებში. თვალთმაქცებო“, - წერს ანა პაულინა ლუნა.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2026    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031