გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მაია ბითაძე გიორგი მშვენიერაძის ბრალდებაზე: ახლა მხარი არ დაუჭირესო, იქნებ ვინმემ გააგებინოს ამ პატივცემულს, რომ სირიის მთავრობისადმი მოთხოვნა - გაიწვიოს ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიების აღიარება, ქართული საპარლამენტო დელეგაციის მიერ იყო მოთხოვნილი

4-07-2025

პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე და ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს მუდმივმოქმედი დელეგაციის წევრი მაია ბითაძე ეხმიანება არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლის გიორგი მშვენიერაძის ბრალდებას, რომლის განცხადებითაც, თითქოს, ქართულმა საპარლამენტო დელეგაციამ მხარი არ დაუჭირა ეუთოს დეკლარაციას, სადაც იყო მოწოდება სირიისადმი აფხაზეთის აღიარების უკან წაღებაზე.


ბითაძის განცხადებით, სირიის მთავრობისადმი მოთხოვნა, რომ გაიწვიოს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების აღიარება, ქართული საპარლამენტო დელეგაციის მიერ იქნა მოთხოვნილი და ნიკოლოზ სამხარაძის მიერ დაინიიცირდა აღნიშნული ცვლილება და მიიღო მხარდაჭერა, როგორც შესაბამის კომიტეტზე, ასევე, საბოლოო კენჭისყრის დროს.


„ახლა მხარი არ დაუჭირესო, იქნებ ვინმემ გააგებინოს ამ პატივცემულს, რომ სირიის მთავრობისადმი მოთხოვნა - გაიწვიოს ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიების აღიარება, ქართული საპარლამენტო დელეგაციის მიერ იყო მოთხოვნილი და ნიკოლოზ სამხარაძის მიერ დაინიიცირდა ეს ცვლილება და მიიღო მხარდაჭერა, როგორც შესაბამის კომიტეტზე, ასევე, საბოლოო კენჭისყრის დროს“, - წერს მაია ბითაძე.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2026    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031