გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
კასპის სპორტკომპლექსში ქართულ ჭიდაობაში საქართველოს პირველობა გაიმართა

6-07-2025

კასპის სპორტულ კომპლექსში ორ დღეს მიმდინარეობდა  საქართველოს პირველობა ქართულ ჭიდაობაში  - უფროს ასაკში.

 

ტურნირში მონაწილეობდნენ  ქუთაისი, წყალტუბო, სამტრედიის, ვანის, ზესტაფონი,  მცხეთის, თბილისის, გარდაბნის, ახმეტის, ბათუმის, აფხაზეთის, გორის, ქარელის და კასპის მოჭიდავეები.

 

ტურნირის დაწყებამდე სპორტსმენებს, სტუმრებსა და დამსწრე საზოგადოებას კასპის მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ მაისურაძე და ქართული ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი თემურ ხუბულური მიესალმნენ და წარმატებები უსურვეს.

 

ტურნირში მონაწილე კასპელი მოჭიდავეებიდან საპრიზო ადგილები დაიკავეს:

 

+90 კგ წონით კატეგორიაში  ირაკლი დემეტრაშვილი - მესამე ადგილი.

 

60 კგ წონით კატეგორიაში ჯაბა პაპინაშვილი - პირველი ადგილი;

 

90 კგ წონით კატეგორია  გიორგი კაციაშვილი - პირველი ადგილი;

 

ბაქარ ერაშვილი  მეორე ადგილი;

 

გამარჯვებული სპორტსმენები დაჯილდოვდნენ ფულადი პრიზებით, თასებით, მედლებითა და სიგელებით.

 

ტურნირი საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის ეგიდითა და კასპის მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით გაიმართა.

 

ტურნირის ერთ ერთი მიზანი ქართული ჭიდაობის პოპულარიზაციაა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2026    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031