გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
პრემიერი: მნიშვნელოვანია ჩინეთთან ეკონომიკური თანამშრომლობაც, ევროპასთან, აშშ-თან პარტნიორობა ეკონომიკური თვალსაზრისით, გავაკეთებთ ყველაფერს, რათა უფრო გავაძლიეროთ ქვეყნის ე.წ. დაკავშირებადობის ფუნქცია

6-07-2025

ძალიან მნიშვნელოვანია ჩინეთთან ეკონომიკური თანამშრომლობაც, ევროპასთან, ამერიკასთან პარტნიორობა ეკონომიკური თვალსაზრისით, ყველა ამ მიმართულებით გავაკეთებთ ყველაფერს იმისათვის, რომ კიდევ უფრო გავაძლიეროთ ჩვენი ქვეყნის ე.წ. დაკავშირებადობის ფუნქცია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „იმედის“ ეთერში განაცხადა.


როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, გაგრძელდება სერიოზული ნაბიჯების გადადგმა იმისათვის, რომ მაქსიმალურად მოხდეს იმ პოტენციალის ათვისება, რომელიც აქვს ქვეყანას.


„ჩვენ ვაკავშირებდით დასავლეთსა და აღმოსავლეთს, ევროპას და აზიას, ამ კუთხით დღესაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი როლი, თუმცა ჩვენი მთავარი ამოცანაა, რომ ეს როლი, კიდევ უფრო მეტად გავზარდოთ ჩვენი ქვეყნისთვის. ამისათვის იდება ძალიან დიდი ინვესტიციები, მათ შორის საგზაო ინფრასტრუქტურაში, რკინიგზაში, პორტებში, აეროპორტებში. გაგრძელდება ამ მიმართულებით სერიოზული ნაბიჯების გადადგმა იმისათვის, რომ მაქსიმალურად ავითვისოთ ის პოტენციალი, რომელიც აქვს ჩვენს ქვეყანას.


ჩვენ ვაკავშირებთ შვიდ სახელმწიფოს ზღვასთან, შესაბამისად, ევროპასთან, დასავლეთთან და მაქსიმალურად უნდა ავითვისოთ შესაბამისი პოტენციალი, უნდა გავაღრმაოთ ამ ქვეყნებთან თანამშრომლობა.


ძალიან მნიშვნელოვანია ამ კუთხით ჩინეთთან ეკონომიკური თანამშრომლობაც, ძალიან მნიშვნელოვანია ევროპასთან, ამერიკასთან პარტნიორობა ეკონომიკური თვალსაზრისით, ყველა ამ მიმართულებით გავაკეთებთ ყველაფერს იმისათვის, რომ კიდევ უფრო გავაძლიეროთ ჩვენი ქვეყნის ე.წ. დაკავშირებადობის ფუნქცია“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031