გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
აჭარაში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების ჯგუფურად, უკანონოდ შეძენა-შენახვისა და გასაღების მცდელობის ფაქტზე უკრაინის 2 მოქალაქე დააკავეს

8-07-2025

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ხელვაჩაურის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების ჯგუფურად, უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების მცდელობის ფაქტზე უკრაინის ორი მოქალაქე, 2004 წელს დაბადებული ვ.დ. და ი.კ. დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს. 


უწყების ცნობით, სამართალდამცველებმა ნივთმტკიცებად ამოიღეს ბრალდებულების მიერ თორმეტ ლოკაციაზე სარეალიზაციოდ განთავსებული ნარკოტიკული საშუალებები. კიდევ ერთი ლოკაციიდან, ასევე, ამოღებულია პოლიეთილენის პარკში მოთავსებული, სარეალიზაციოდ გამზადებული ოცი შეკვრა ნარკოტიკული საშუალება. ბრალდებულის პირადი ჩხრეკის შედეგად, ასევე ამოღებულია ელექტრო სასწორი.


შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 260-ე ტერცია მუხლებით მიმდინარეობს.


დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031