გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ჩაკვეტაძე ოპოზიციის მოთხოვნაზე: ეუთო/ოდირი მოიწვიეთ, მერე რა, თუ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს არ აკვირდება ხოლმე და საპარლამენტო არჩევნებზე მის დასკვნას არ ვაღიარებთო - რაც ქართველი ხალხისთვისაა საჭირო, მხოლოდ იმ გადაწყვეტილებებს მივიღებთ!

8-07-2025

„ეუთო/ოდირი მოიწვიეთო, მერე რა, თუ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს არ აკვირდება ხოლმეო“, - ასე ეხმიანება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, გიორგი ჩაკვეტაძე, ოპოზიციის მოთხოვნას ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიის მოწვევასთან დაკავშირებით.


მისი განცხადებით, აღსანიშნავია, რომ ამ მოთხოვნის პარალელურად, ოპოზიცია, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ეუთო/ოდირის დასკვნას არ აღიარებს.


„ეუთო/ოდირი მოიწვიეთო მერე რა, თუ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს არ აკვირდება ხოლმეო მერე რა, თუ საპარლამენტო არჩევნებზე მის დასკვნას არ ვაღიარებთო მერე რა, არჩევნები თავისუფალი და კონკურენტული თუ იყო, სანამ აგენტურა არ გაიმარჯვებს, ასეა საჭიროო…


რაც ქართველი ხალხისთვისაა საჭირო, მხოლოდ იმ გადაწყვეტილებებს მივიღებთ!“, - წერს გიორგი ჩაკვეტაძე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031