გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თენგიზ შარმანაშვილი: ეუთო/ოდირის თავმოყვარეობის საკითხია, ვიდრე ჩვენ მოგვმართავს, ევროპარლამენტს მიმართოს, რომ არიან უკიდურესად შეურაცხყოფილები​, 2024 წლის დასკვნა რომ მოისროლეს სანაგვე ყუთში

8-07-2025

„ეუთო/ოდირის თავმოყვარეობის საკითხია, ვიდრე ჩვენ მოგვმართავს, მივიდეს ევროპარლამენტთან და იმას მიმართოს, რომ ჩვენ ვართ უკიდურესად შეურაცხყოფილები, რომ 2024 წლის დასკვნა არ გაიზიარეთ და მოისროლეთ სანაგვე ყუთში“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა თენგიზ შარმანაშვილმა, ეუთო/ოდირის განცხადების შეფასებისას განაცხადა, სადაც აღნიშნულია, რომ ორგანიზაცია ღრმა შეშფოთებას გამოხატავს სამოქალაქო საზოგადოების მუშაობის შემზღუდავ კანონმდებლობასა და მშვიდობიანი მომიტინგეების დაკავებებთან დაკავშირებით.


მისივე თქმით, თუ ეუთო/ოდირის 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების დასკვნას აღიარებენ ის ადამიანები, ვინც ხელისუფლებას ახლა მოუწოდებენ ამ ორგანიზაციაზე გააკეთონ სწორება, ხელისუფლებაც მიიღებს გადაწყვეტილებას მათი მოწვევის თაობაზე.


„ამის მერე გავაგრძელოთ დანარჩენზე საუბარი, მანამდე არ ღირს ამის გაკეთება. მოდი, 2024 წლის დასკვნა აღიარონ იმ ადამიანებმა, რომლებიც ახლა ჩვენ მოგვიწოდებენ რომ ეუთო/ოდირზე გავაკეთოთ ისევ სწორება და დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს ხელისუფლება ნახევარ საათში მიიღებს გადაწყვეტილებას მათი მოწვევის თაობაზე“, - აღნიშნა თენგიზ შარმანაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031