გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
პოლიციამ საფრანგეთში პარტია „ეროვნული გაერთიანების“ ოფისებში რეიდი ჩაატარა

9-07-2025

საფრანგეთში ულტრამემარჯვენე პარტია „ეროვნული გაერთიანების“ მთავარ ოფისსა და პარტიის ლიდერების ოფისებში პოლიციამ რეიდი ჩაატარა. ინფორმაციას სოციალურ ქსელში პარტიის თავმჯდომარე ჯორდან ბარდელა ავრცელებს.


ბარდელა წერს, რომ მათ ოფისებში ოცამდე შეიარაღებული ოფიცერი შევიდა. ამოიღეს დოკუმენტები, საბუღალტრო ჩანაწერები და ელექტრონული ფოსტის ინფორმაცია.


ფრანგი ევროპარლამენტარის თქმით, ეს უპრეცედენტო ოპერაცია დაშინების კამპანიის ახალი ნაწილია და წარმოადგენს დემოკრატიაზე თავდასხმას.

გამომძიებლები კი აცხადებენ, რომ გასულ წელს აღძრული საქმე პარტიის დაფინანსების კანონიერებას ეხება.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31