გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ხე-ტყის უკანონო მოპოვების 9 ფაქტი გამოავლინეს

10-07-2025

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, უკანონო ტყითსარგებლობასთან ბრძოლის ფარგლებში, აჭარაში, სამცხე-ჯავახეთში, იმერეთსა და კახეთში ხე-ტყის უკანონო მოპოვების 9 ფაქტი გამოავლინეს.


მოქალაქეებმა უკანონოდ მოჭრეს სხვადასხვა სახეობის 7 ძირი ხე-მცენარე. ასევე უკანონოდ მოპოვებული ხე-ტყისგან კი, ჯამში 20 ერთეული მორი და 2,2 კუბური მეტრი მოცულობის საშეშე მასალა დაამზადეს.  


გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისთვის უკანონო ტყითსარგებლობის წინააღმდეგ ბრძოლა პრიორიტეტია. დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2025 წლის 6 თვეში, ხე-ტყის უკანონო მოპოვების 430 ფაქტი გამოავლინეს.


აღსანიშნავია, რომ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ეკიპაჟები ქვეყნის მასშტაბით 24-საათიან უწყვეტ პატრულირებას ახორციელებენ, რათა დროულად მოხდეს უკანონო ტყითსარგებლობისა და სხვა გარემოსდაცვითი სამართალდარღვევის ფაქტების პრევენცია, აღკვეთა და გამოვლენა. ამასთან, მყისიერი რეაგირება ტარდება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელ ხაზზე (153) შემოსულ თითოეულ შეტყობინებაზე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2026    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031