გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის უფროსად პავლე მაჭარაშვილი დაინიშნა

10-07-2025

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს სსიპ საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის უფროსად პავლე მაჭარაშვილი დაინიშნა, - აღნიშნულის შესახებ სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი. 


პავლე მაჭარაშვილი უწყების თანამშრომლებს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის პირველმა მოადგილემ ლევან ღირსიაშვილმა წარუდგინა.


პირველმა მოადგილემ ახალ ხელმძღვანელს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და მას წარმატება უსურვა მომავალ საქმიანობაში.


განათლების სამინისტროს ცნობით, პავლე მაჭარაშვილს საჯარო სამსახურში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. სხვადასხვა დროს ის წამყვან პოზიციებს იკავებდა კონსტიტუციური უსაფრთხოების, მიგრაციისა და ქალაქ თბილისის პოლიციის დეპარტამენტებში. 2020 წლიდან დღემდე, მისი პროფესიული საქმიანობა უკავშირდება არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებას, დანაშაულის პრევენციასა და აღკვეთას.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930