გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
საქართველოს პრეზიდენტმა ზუგდიდში ზვიად გამსახურდიას სახელობის საპრეზიდენტო ცენტრი დაათვალიერა

15-07-2025

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა, კულტურის მინისტრ თინათინ რუხაძესთან ერთად, ზუგდიდში ზვიად გამსახურდიას სახელობის საპრეზიდენტო ცენტრი დაათვალიერა. კულტურის მინისტრმა პრეზიდენტს სამომავლო გეგმების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია, მათ შორის საუბარი შეეხო მულტიფუნქციური ცენტრის მუშაობის სპეციფიკას და განსახორციელებელ პროექტებს.


საქართველოს პრეზიდენტმა ცენტრის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მიხეილ ყაველაშვილი დარწმუნებულია, რომ ახალგაზრდები აღნიშნულ სივრცეს, საკუთარი ნიჭის განსავითარებლად, კარგად გამოიყენებენ.


„ჩემი ინფორმაციით, შენობა საჯარო ბიბლიოთეკას გადაეცემა. ჩვენს ახალგაზრდებს საშუალება და სივრცე ეძლევათ იმისათვის, რომ თავიანთი იდეები განახორციელონ. დარწმუნებული ვარ, ეს ცენტრი დატვირთული იქნება და ახალგაზრდებს შეეძლებათ თავიანთი ნიჭის რეალიზება სხვადასხვა პროფესიის მიმართულებით“, - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.


ბიბლიოთეკა დადიანების სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე აშენდა. 3000 კვ/მ ფართის შენობაში მოეწყო თანამედროვე სტანდარტების მულტიფუნქციური ცენტრი, რომელიც მოიცავს უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილ სამკითხველო დარბაზს, მედიათეკას, სამუშაო, სალექციო, საკონფერენციო და საგამოფენო-სამუზეუმო დარბაზებს, ასევე, სივრცეებს ადმინისტრაციული ოფისებისათვის. ახალგაზრდული ცენტრის შენობაში გათვალისწინებულია ტურისტული საინფორმაციო ცენტრის განთავსება, სამუზეუმო სივრცეში მოეწყობა გამოფენები.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031