გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მაკა ბოჭორიშვილი 17 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების წერილზე: მსგავსი განცხადებები კიდევ ერთხელ ხელს უწყობს ცრუ ნარატივების გავრცელებას საქართველოს შესახებ

15-07-2025

საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი ევროპის 17 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებისა და ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის საერთო განცხადებას ეხმიანება საქართველოსთან დაკავშირებით.


მაკა ბოჭორიშვილის თქმით, მსგავსი ტიპის განცხადებები კიდევ ერთხელ ხელს უწყობს საქართველოზე ცრუ ნარატივების გავრცელებას და აღნიშნული წერილი პრეზიდენტის მიერ გაკეთებული განცხადების ერთგვარი გადაფარვაა.


„მსგავსი განცხადებები კიდევ ერთხელ ხელს უწყობს საქართველოზე ცრუ ნარატივების გავრცელებას. ეს წერილი ერთგვარად გადაფარვაა იმ განცხადების, რომელიც გაკეთდა პრეზიდენტის მიერ და რომელიც მიმართული იყო სწორედ იმისკენ, რომ არჩევნებს არაფერმა შეუქმნას საფრთხე, არჩევნებთან დაკავშირებით არ არსებობდეს რაიმე შემაფერხებელი გარემოებები, თუკი ქართული პოლიტიკური სპექტრისთვის ეს მნიშვნელოვანია და თუ მათთვის საერთოდ არის მნიშვნელოვანი არჩევნებში მონაწილეობა, არჩევნების გზით დემოკრატიის ნაწილად ყოფნა. პრეზიდენტის მხრიდან ეს განცხადება გაკეთებულია, ეს არის ქართული პოლიტიკური პროცესის შემადგენელი ნაწილი. განცხადებები, რომელიც ჩვენ გვესმის, სადაც გაკეთებულია აპელირება არჩევნებზე და ისინი დაკავშირებულია სამართლებრივ პროცესებთან, ერთადერთ რამეს ემსახურება, რომ კიდევ ერთხელ გავრცელდეს და გამყარდეს ცრუ ნარატივები საქართველოს შესახებ“, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.


ინფორმაციისთვის, საქართველოსთან დაკავშირებით 17 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები და ევროპის კავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ, რომლებიც მოუწოდებენ საქართველოს ხელისუფლებას, „დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს უსამართლოდ დაკავებული პოლიტიკოსები, ჟურნალისტები და აქტივისტები, გააუქმოს რეპრესიული კანონმდებლობა და ჩაერთოს ეროვნულ დიალოგში ყველა შესაბამის მხარესთან“.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031