გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მამუკა მდინარაძე: ნოდარ მელაძე არის ადამიანი, რომელიც მფარველობს ამ ქვეყანაში კორუფციასა და ნეპოტიზმს

15-07-2025

„ხომ გითხარით ნოდარ მელაძე ჰყავს ყურზეთქო?! ბატონო ნოდარ, სად მომძებნეთ და ვერ მომაგენით? მთელი დღეა, რომ აცხადებთ დაიმალაო, სად მომძებნეთ?“, - ასე მიმართა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ, „ტვ პირველის“ საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელს, ნოდარ მელაძეს, რომელიც ჟურნალისტს დირექტივებს ინტერვიუს ჩაწერისას ტელეფონით აძლევდა.


მამუკა მდინარაძის განცხადებით, ნოდარ მელაძე არის ადამიანი, რომელიც მფარველობს საქართველოში კორუფციასა და ნეპოტიზმს.


„ლევან ხაბეიშვილი არის თქვენნაირი აგენტი, ბატონო ნოდარ. გარანტირებულად გეუბნებით, თუ კი ვინმე ამ ქვეყანაში კორუფციას ებრძვის ყველას მტერი ხართ თქვენ. მაგრამ თორნიკე რიჟვაძეს, რაც შეეხება, თქვენ დააბრალეთ უკადრებელი. ნოდარ მელაძე, რომელიც „ყურზე აჯდა“ თავის ჟურნალისტს. ხატია, მისი კორესპონდენტი, რომლის რწმენაც არ აქვს ნოდარ მელაძეს. რომელიც ობიექტურ კითხვებს დასვამდა, რომ არა, ნოდარ მელაძის ასეთი სპეკულაცია. ნოდარ მელაძე არის ადამიანი, რომელიც მფარველობს, ამ ქვეყანაში კორუფციასა და ნეპოტიზმს“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031