გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
კასპში, უფასო სამედიცინო მომსახურების აქცია გაიმართა

15-07-2025

კასპის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერითა და „თბილისის გულის ცენტრის“ ინიციატივით ქალაქ კასპში, მერიის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის შენობაში
გაიმართა უფასო სამედიცინო მომსახურების აქცია.
აქცია მოიცავდა:
კარდიოლოგიური და ენდოკრინოლოგიური პროფილის უფასო კონსულტაციებს და გამოკვლევებს (კარდიოლოგის კონსულტაცია, ელექტროკარდიოგრამა, ექოკარდიოგრაფია, ენდოკრინოლოგის კონსულტაცია, სისხლში გლუკოზის გაზომვა).
აქციაში კარდიოლოგებთან ერთად პირადად მონაწილეობდა „თბილისის გულის ცენტრის“ დირექტორი პროფესორი არჩილ ჩუხრუკიძე
კასპის მუნიციპალიტეტის მერია და „თბილისის გულის ცენტრი“ წლებია თანამშრომლობენ და ყოველწლიურად უფასო სამედიცინო მომსახურების აქციებს ქალაქთან ერთად სოფლის მოსახლეობისთვისაც ატარებენ.


დღის განმავლობაში უფასო სამედიცინო მომსახურებით 95 მოქალქემ ისარგებლა.


მუნიციპალიტეტის მერია თანამშრომლობისთვის მადლობას უხდის „თბილისის გულის ცენტრს“ და წარმატებებს უსურვებს.



ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31