გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
“კოალიცია ცვლილებებისთვის” წევრი დარეჯან ცხვიტარია: არჩევნებს ჩვენ აუცილებლად ჩავშლით

15-07-2025

ძალიან ბევრნი ვიქნებით, უკიდურეს ზომასაც მივმრთავთ, - ამის შესახებ “კოალიცია ცვლილებებისთვის” წევრმა, დარეჯან ცხვიტარიამ, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე საუბრისას, გადაცემაში “თავისუფალი სივრცე” განაცხადა.


მისი თქმით, ოპოზიცია არჩევნებს აუცილებლად ჩაშლის.


“შიმშილობის აქციას მივმართავთ, ძალიან ბევრნი ვიქნებით და სხვადასხვა მოძრაობა იქნება ცალკე. ნაწილი დაჯდება საშიმშილოდ, ნაწილი გააკეთებს თავის საქმეს, არის ბევრი რაღაც, ყველაფრის თქმა ხომ არ შემიძლია. ძალიან ბევრი ხალხი იქნება დედაქალაქში ჩამოსული და ამ არჩევნებს ჩვენ აუცილებლად ჩავშლით. შეიძლება არჩევნებამდე არც მივიდეს ეს ხელისუფლება, იმიტომ რომ ახლა ძალიან დიდი სანქციები წამოვა მათ საწინააღმდეგოდ” - განაცხადა დარეჯან ცხვიტარიამ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    თებერვალი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728