გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
უკრაინული მედიის ინფორმაციით, უკრაინის ეროვნული ერთობის სამინისტრო კორუფციული სკანდალის გამო, შესაძლოა, გააუქმონ

15-07-2025

უკრაინის ეროვნული ერთობის სამინისტრო, რომელსაც ვიცე-პრემიერი ალექსეი ჩერნიშევი ხელმძღვანელობს, კორუფციული სკანდალის გამო, შესაძლოა, გააუქმონ. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.


მედიის თანახმად, ჩერნიშევი პირადად კურირებდა კიევში მიწის ნაკვეთის უკანონო შესყიდვის სქემას, რამაც ბიუჯეტი 24 მილიონი ევროთი აზარალა.


მას უკვე წარედგინა ბრალი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე. სასამართლომ ჩერნიშევს 2,9 მილიონი ევროს ოდენობის გირაო შეუფარდა და ნებართვის გარეშე ქვეყნის დატოვება აუკრძალა.


როგორც უკრაინული მედია წერს, მიუხედავად იმისა, რომ ვიცე-პრემიერს 12 წლამდე პატიმრობა ემუქრება, ანალიტიკოსები ფიქრობენ, რომ უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან მისი სიახლოვის გამო მას რეალური საფრთხე არ ემუქრება.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930