გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გიორგი ჩაკვეტაძე: ჩვენ მხოლოდ ქართველი ხალხის პირობებს ვასრულებთ, მზად ვართ თანასწორუფლებიანი პარტნიორობისთვის და არა ვინმეს ვასალობისთვის - საქართველო შანტაჟს არ ექვემდებარება

15-07-2025

მზად ვართ თანასწორუფლებიანი პარტნიორობისთვის და არა ვინმეს ვასალობისთვის, - ასე ეხმიანება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, გიორგი ჩაკვეტაძე, საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, კაია კალასის განცხადებას, რომელმაც აღნიშნა, რომ „ყველა ვარიანტი მაგიდაზეა, მათ შორის უვიზო რეჟიმის შეჩერება, რაც შეაცვლევინებს საქართველოს მთავრობას გათვლებს."


ჩაკვეტაძის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლება მხოლოდ ქართველი ხალხის პირობებს ასრულებს და სახელმწიფო შანტაჟს არ ექვემდებარება.


„ჩვენ მხოლოდ ქართველი ხალხის პირობებს ვასრულებთ. მზად ვართ თანასწორუფლებიანი პარტნიორობისთვის და არა ვინმეს ვასალობისთვის. საქართველო შანტაჟს არ ექვემდებარება. ათასწლოვანი ერი და სახელმწიფო აქამდე სწორედ ასე მოვიდა. დიდება ჩვენს სამშობლოს!" - წერს გიორგი ჩაკვეტაძე სოციალურ ქსელში.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    თებერვალი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728