გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ცოტნე ანანიძე: კაია კალასს ქართველი ხალხი რომ ვედარდებოდეთ „ვიზით“ შანტაჟს არ ახსენებდა

15-07-2025

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრი „ქართული ოცნებიდან“ ცოტნე ანანიძე ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში კაია კალასის იმ განცხადებას პასუხობს, რომ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები ბრიუსელში დაგეგმილ შეხვედრაზე საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერების საკითხს განიხილავენ.


კალასის განცხადებაზე, რომ „მაგიდაზე ყველა ვარიანტია, მათ შორის უვიზო რეჟიმის შეჩერება და სხვა ელემენტები, რამაც, შესაძლოა, საქართველოს მთავრობა აიძულოს გათვლები შეცვალოს“ ცოტნე ანანიძე აცხადებს, რომ მისი განცხადებები საქართველოს, ჩვენი მოქალაქეების და მათი არჩევანის უპატივცემულობაა.


„კაია კალასს ქართველი ხალხი რომ ვედარდებოდეთ „ვიზით“ შანტაჟს არ ახსენებდა! მისი განცხადებები უპატივცემულობაა საქართველოს, ჩვენი მოქალაქეების და მათი არჩევანის“, - წერს ანანიძე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2026    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031