გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ქვემო ქართლის სატყეო სამსახურის თანამშრომლებმა ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინეს.

16-07-2025

ქვემო ქართლის სატყეო სამსახურის თანამშრომლებმა ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინეს.


სამართალდამრღვევმა ბოლნისის მუნიციპალიტეტში, სახელმწიფო ტყეში 6 კუბურ მეტრამდე რცხილის სახეობის საშეშე მერქანი უკანონოდ მოიპოვა. მაღალი გამავლობის სატრანსპორტო საშუალება დაილუქა, შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი. ხოლო, უკანონოდ მოპოვებული ხე-ტყე გადატანილია ბოლნისის საქმიან ეზოში.


ბუნებრივი რესურსებით უკანონო სარგებლობის პრევენცია, გამოვლენა და აღკვეთა, სამინისტროს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. ქვემო ქართლის სამსახურის თანამშრომლებმა, 2025 წლის პირველ ექვს თვეში სამართალდარღვევის 26 ფაქტი გამოავლინეს, ხოლო 2024 წლის ანალოგიურ პერიოდში გამოვლენილი იყო 69 ფატქი. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ სამართალდარღვევების რაოდენობა გასულ წელთან შედარებით მკვეთრად შემცირდა.


კანონდარღვევის გამოვლენის მიზნით, მონიტორინგი, სახელმწიფო ტყეში განთავსებული ფოტოხფანაგებისა და დრონების საშუალებითაც ხორციელდება. ამ მიმართულებით მუშაობა მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2026    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031