გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მამუკა მდინარაძე: კორუფცია იქნება ისეთ დაბალ ნიშნულზე ამ ქვეყანაში, რომ ჩვენ მსოფლიოში ვიქნებით სამეულში, ეს ერთ თვეში და ორ თვეში ვერ მოხდება, მაგრამ ქართველი ხალხი დაინახავს დინამიკას, როგორ ხდება კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა

17-07-2025

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ გადაცემაში „იმედი-LIVE” კორუფციასთან ბრძოლის თაობაზე ისაუბრა.


მდინარაძის განცხადებით, საქართველოში კორუფცია დავა ისეთ დაბალ ნიშნულზე, რომ ქვეყანა შევა მსოფლიო სამეულში.


„ჩვენ გამოვაცხადეთ და ბოლომდე გავიყვანთ ამას. კორუფცია იქნება ისეთ დაბალ ნიშნულზე ამ ქვეყანაში, სულ რომ შევეწიროთ ამ ამბავს, რომ ჩვენ მსოფლიოში ვიქნებით სამეულში. ეს ერთ თვეში და ორ თვეში ვერ მოხდება, ბუნებრივი ამბავია, ამას დრო დასჭირდება, მაგრამ ქართველი ხალხი დაინახავს დინამიკას, როგორ ხდება კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930