გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
რადიოაქტიური ნივთიერების უკანონო შეძენის, შენახვის, ფლობის და განკარვის ფაქტებზე ორ პირს ბრალდება წარედგინა

17-07-2025

საქართველოს პროკურატურამ რადიოაქტიური ნივთიერების უკანონო შეძენის, შენახვის, ფლობისა და განკარგვის მცდელობის ფაქტებზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა.


სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ საქართველოს მოქალაქემ უკანონოდ შეიძინა და ინახავდა რადიოაქტიურ ნივთიერება ურანს, რომელიც მიეკუთვნება ბირთვულ მასალათა კატეგორიას და საშიშია ადამიანის ჯანმრთელობისათვის. საქართველოს მოქალაქე ცდილობდა ხსენებული ბირთვული მასალის რეალიზაციას თურქეთის მოქალაქეზე, 3 მილიონ აშშ დოლარად. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა ორივე მათგანი დააკავა.


დაკავებულებს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 230-ე მუხლით (რადიოაქტიური ნივთიერების შეძენა, შენახვა, ფლობა და განკარგვა) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


პროკურატურამ ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს უკვე მიმართა.

სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930