გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
Reuters: უკრაინა უცხოურ იარაღის მწარმოებელ კომპანიებს საშუალებას მისცემს რუსეთის წინააღმდეგ ომის წინა ხაზზე გამოცადონ თავიანთი უახლესი იარაღი

18-07-2025

უკრაინა მზადაა იარაღის უცხოელ მწარმოებლებს საშუალება მისცეს რუსეთის წინააღმდეგ ომის წინა ხაზზე გამოცადონ თავიანთი უახლესი იარაღი. ინფორმაციას Reuters-ი უკრაინის მთავრობის მიერ შექმნილ ინვესტიციებისა და იარაღის შესყიდვის პლატფორმა Brave1-ზე დაყრდნობით ავრცელებს.


პროექტის ფარგლებში კომპანიებს შესაძლებლობა ექნებათ გაუგზავნონ კიევს საკუთარი პროდუქცია და მათი გამოყენების წესი ჯარისკაცებს ონლაინ გააცნონ, ხოლო შემდეგ სამხედროებისგან ბრძოლის ველზე ჩატარებული ცდების შესახებ დასკვნები მიიღონ.


როგორც Brave1-ის ინვესტორებთან ურთიერთობის განყოფილების ხელმძღვანელი, არტიომ მოროზოვი აცხადებს, ეს უცხოურ კომპანიებს საშუალებას მისცემს გაიგონ, თუ რა მუშაობს წინა ხაზზე, ხოლო უკრაინას - რა თანამედროვე ტექნოლოგიებია ხელმისაწვდომი ახლა.


მან აღნიშნა, რომ აღნიშნული სქემის მიმართ „დიდი ინტერესი“ არსებობს, თუმცა არ დაასახელა კომპანიები, რომლებიც პროექტს შეუერთდნენ.


მოროზოვმა დასძინა, რომ Brave1-მა უკვე შეადგინა სამხედრო ტექნოლოგიების ის სია, რომლის გატესტვაც კიევს სურს.


„ჩვენ პრიორიტეტების სია გვაქვს. ერთ-ერთი მათგანი - ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვაა: ჰაერსაწინააღმდეგო სისტემის ახალი საშუალებები, უპილოტო საფრენი აპარატების გადამჭერები, ხელოვნური ინტელექტის მქონე სისტემები, მართვად საავიაციო ბომბებთან დაკავშირებული ყველა გადაწყვეტილება“, - აღნიშნა მოროზოვმა.


გარდა ამისა, ტესტირებისთვის პრიორიტეტული ტექნოლოგიების სიაში შედის წყლის უპილოტო საფრენი აპარატები, ხმელეთზე ელექტრონული პროფილირების სისტემები და ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით ცეცხლის კორექტირების დახვეწილი სისტემები.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031