გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მამუკა მდინარაძე: ევროკავშირში გაწევრიანების პროცესზე უარი თქვენ თქვითო და პროტესტს ამით კვებავდნენ, თურმე „ავტორიტარული მმართველობის“ ბრალია და კურსი უნდა შევცვალოთ - როგორც ჩანს, ვიზალიბერალიზაციით შანტაჟი არ ჭრის და დამატებითი ზომებია საჭირო

19-07-2025

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე და  „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე ევროპარლამენტის განცხადებას გამოეხმაურა. 

„შარშან გვეუბნებოდნენ, ევროკავშირში გაწევრიანების პროცესზე უარი თქვენ თქვითო და პროტესტს ამით კვებავდნენ. „ირკვევა”, თურმე „ავტორიტარული მმართველობის” ბრალი ყოფილა და სასწრაფოდ კურსი უნდა შევცვალოთ. ახლა ყველაფერი გასაგებია

რა არის ამისთვის საჭირო?

  • დღევანდელი მმართველობის ფორმა უნდა შევცვალოთ და ისეთი უზრუნველვყოთ, როგორც ეს სააკაშვილს ჰქონდა. „დემოკრატიის შუქურა” ასე უხეშად არ უნდა ჩაგვექრო და უნდა გამოვასწოროთ. პრინციპში ჩვენ გაგვიჭირდება, აგენტებმა უკეთესად იციან ეს როგორ დაალაგონ და „სამართლიანი არჩევნებიც” მათ მმართველობაში მოყვანას გულისხმობს.

2. უნდა შევიდეთ დსთ-ში და ეკონომიკის განვითარებაც მოლდოვასნაირი უნდა გვქონდეს.

3. უნდა ვიყოთ ისეთივე ურთიერთობაში რუსეთთან, როგორც უკრაინა - ღია ომში.

4. ოჯახურ ღირებულებებზე და მსგავს „ქართულ-ეროვნულ ახირებებზე” უარი რომ უნდა ვთქვათ, ეს პრინციპში პირდაპირ მოგვწერეს რამდენიმე დღის წინ.

აი ამ შემთხვევაში ევროპარლამენტის განცხადება იქნება აბსოლუტურად განსხვავებული, მეტიც პოზიტიური და მხარდამჭერი. 

მხოლოდ ვიზალიბერალიზაციით შანტაჟი, როგორც ჩანს, არ ჭრის, დამატებითი ზომებია საჭირო ქართველი ხალხის წინააღმდეგ, რომელსაც საკუთარ თავზე უარი არასდროს უთქვამს - ყველას მოუწევს ამასთან შეგუება!


პ. ს. დღეს რადიკალებს აქცია აქვთ დაანონსებული, რომელიც ორკვირიანი მზადების მიუხედავად ფაქტობრივად ჩავარდნილი იყო და მის „დასაბუსტად” რაღაც იყო საჭირო. რა საოცარი დამთხვევაა ეს განცხადება“, - წერს მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში. 

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031