გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ლევან ნიკოლეიშვილი: ევროპარლამენტის ნებისმიერ სიტყვას, განცხადებას თუ რეზოლუციას, ჩვენთან ოპოზიციის ყველაზე თაღლითი წარმომადგენლის სიტყვაზე დაბალი ფასი აქვს, ისე, თუ ამ ხელისუფლებას არ აღიარებენ, მაშინ ევროკომისრებს ურჩიონ ამ მთავრობას ოფიციალურად ნუ

19-07-2025

„ევროპარლამენტი თურმე, ამ მთავრობას არ აღიარებს და სამართლიანი არჩევნების ჩატარებამდე ევროკავშირში გაწევრიანება შეჩერებუილიაო. საიდან დავიწყოთ, იქიდან ხომ არა, გაწევრიანების პროცესი, ის ეხება ამ კორუმპირებულ ინსტიტუციას და მათ წევრებს როგორც რომელიმე სხვა პლანეტაზე საშხაპეების მოწყობა. და თუ ეხება ევროპარლამენტმა მიიღოს მოლდოვა და უკრაინა ევროკავშირში,რას აწვალებენ, ხომ მაინც საქართველოზე წინ არიან?!“, - ასე ეხმიანება „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წევრი ლევან ნიკოლეიშვილი ევრობიუროკრატთა მხრიდან ვიზალიბერალიზაციის საკითხზე შანტაჟს.


როგორც ნიკოლეიშვილი აღნიშნავს, ევროპარლამენტის ნებისმიერ სიტყვას, განცხადებას თუ რეზოლუციას, ჩვენთან ოპოზიციის ყველაზე თაღლითი წარმომადგენლის სიტყვაზე დაბალი ფასი აქვს. ისე, თუ ამ ხელისუფლებას არ აღიარებენ, მაშინ ევროკომისრებს ურჩიონ ამ მთავრობას ოფიციალურად ნუ მიმართავენ, ნურც მუქარით და ნურც შანტაჟით.


„ევროპარლამენტი თურმე, ამ მთავრობას არ აღიარებს და სამართლიანი არჩევნების ჩატარებამდე ევროკავშირში გაწევრიანება შეჩერებუილიაო. საიდან დავიწყოთ, იქიდან ხომ არა, გაწევრიანების პროცესი, ის ეხება ამ კორუმპირებულ ინსტიტუციას და მათ წევრებს როგორც რომელიმე სხვა პლანეტაზე საშხაპეების მოწყობა. და თუ ეხება ევროპარლამენტმა მიიღოს მოლდოვა და უკრაინა ევროკავშირში,რას აწვალებენ, ხომ მაინც საქართველოზე წინ არიან?! შემთხვევით, ეს ის ევროპარლამენტი ხომ არ არის, მისმა სამარცხვინო, გორბაჩოვის პარტიის წევრმა, კომუნისტმა, რასა იუკნევიჩიენე სააკაშვილის განთავისუფლება რომ მოგვთხოვა?! ევროპარლამენტის ნებისმიერ სიტყვას, განცხადებას თუ რეზოლუციას, ჩვენთან ოპოზიციის ყველაზე თაღლითი წარმომადგენლის სიტყვაზე დაბალი ფასი აქვს. ისე, თუ ამ ხელისუფლებას არ აღიარებენ, მაშინ ევროკომისრებს ურჩიონ ამ მთავრობას ოფიციალურად ნუ მიმართავენ, ნურც მუქარით და ნურც შანტაჟით, აგერ დაელოდონ როდის ავირჩევთ ვინმე მათ აგენტებს ხელისუფლებაში, ოღონდ მანამდე არ აუდგეთ გვერდები“, - წერს ნიკოლეიშვილი. 

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2026    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031