გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თორნიკე ჭეიშვილი: ეროვნულ ხელისუფლებაზე შანტაჟით ევროპელმა ბიუროკრატებმა დაიწყეს მუშაობა გეგმაზე, რომელიც გულისხმობს ხელისუფლების ჩანაცვლებას აგენტურული ძალებით

19-07-2025

„უპრეცედენტო მასშტაბი შეიძინა ევროპელი ბიუროკრატიის მხრიდან საქართველოს ხელისუფლებაზე, ქართულ საზოგადოებაზე თავდასხმამ და შანტაჟის დიაპაზონი სულ უფრო და უფრო ფართოვდება“, - ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თორნიკე ჭეიშვილმა განაცხადა.


ჭეიშვილის თქმით, ევრობიუროკრატები ცდილობენ „ქართული ოცნების“ ეროვნული ხელისუფლების ჩანაცვლებას მათი აგენტორული ძალებით, რათა ქვეყნის საომარ პროცესებში ჩართვა გაუმარტივდეთ.


„როდესაც ხედავენ, რომ ხელისუფლებაში არის ეროვნული ძალა, „ქართული ოცნების“ მთავრობა, რომელიც არაფრის ფასად არ უშვებდა, არ უშვებს და არ დაუშვებს იმას, რომ ამ ქვეყანაში საფრთხე დაემუქროს მშვიდობას, სტაბილურობას, ბუნებრივია, დაიწყეს ძალიან სერიოზულად მუშაობა იმ გეგმაზე, რომელიც გულისხმობს, რომ მოხდეს ჩანაცვლება ეროვნული ხელისუფლების აგენტურული ძალებით, მათი შესაბამისი დავალებების უპირობო შემსრულებლებით, რომლებთან ერთადაც მათ გაცილებით გაუმარტივდებათ და მიაღწევენ იმ მიზანს, რასაც ჰქვია, უკვე საქართველოს ჩართვა აი ამ საომარ პროცესებში. ქვეყნისადმი, ქართველი ხალხისადმი, მტრულად განწყობილი ძალები ვერასდროს ვერ მიაღწევენ იმ საწადელს, რომელიც შეიძლება მართლაც ეგზისტენციალურ გამოწვევად და საფრთხედ იქცეს ჩვენი სახელმწიფოებრიობისთვის, დამოუკიდებლობისთვის და ქართველი ერისთვის“, - განაცხადა თორნიკე ჭეიშვილმა.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2026    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031