გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ლაშა გეგეჭკორი: ევროპარლამენტი ამბობს რომ საქართველოს, 1 200 000 მოქალაქე, ვინც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე „ქართულ ოცნებას” ხმა მისცა - „ხალხი არ არის” და ის დგას მხოლოდ ხალხის იმ ნაწილთან, ვინც ოპოზიციას უჭერს მხარს

19-07-2025

ჟურნალისტი ლაშა გეგეჭკორი სოციალურ ქსელში ევრობიუროკრატთა მხრიდან ვიზალიბერალიზაციის საკითხზე შანტაჟს ეხმიანება და აღნიშნავს „ევროპარლამენტი ამბობს რომ საქართველოს, 1 200 000 მოქალაქე, ვინც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე „ქართულ ოცნებას” ხმა მისცა - „ხალხი არ არის” და ის დგას მხოლოდ, ხალხის იმ ნაწილთან, ვინც ოპოზიციას უჭერს მხარს.


მისი თქმით, ევროპარლამენტი, ასევე, ამბობს რომ 2028 წლამდე ევროკავშირი გაფართოებას არ აპირებს. ევროკავშირის წევრი ქვეყნის, გერმანიის პრემიერ-მინისტრის მერცის თქმით, სათუოა უკრაინის მიღება ევროკავშირში 2034 წლამდე.


„საქართველო ვერ გახდება ევროკავშირის წევრი მანამ, სანამ მისი მთავრობა ავტორიტარულ კურსს ვერ შეცვლის. ევროპარლამენტი დგას ქართველი ხალხის გვერდით, არ აღიარებს საქართველოს მოქმედ ხელისუფლებას და აცხადებს, რომ ქვეყნის ევროპული გზა შეჩერებულია, სანამ არ ჩატარდება სამართლიანი არჩევნები”. ევროპარლამენტი ამბობს რომ საქართველოს 1 200 000 მოქალაქე, ვინც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე „ქართულ ოცნებას” ხმა მისცა - „ხალხი არ არის” და ის დგას მხოლოდ, ხალხის იმ ნაწილთან, ვინც ოპოზიციას უჭერს მხარს. ევროპარლამენტი, ასევე, ამბობს, რომ 2028 წლამდე ევროკავშირი გაფართოებას არ აპირებს. ევროკავშირის წევრი ქვეყნის, გერმანიის პრემიერ-მინისტრის მერცის თქმით, სათუოა უკრაინის მიღება ევროკავშირში 2034 წლამდე. 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგები ეუთო/ოდირმა ცნო, რასაც თქვენ არ აღიარებთ, 2025 წლის 4 ოქტომბრის მუნიციპალური არჩევნები ჯერ არ ჩატარებულა - 19 ივლისია და რა გინდათ, შარზე ხართ? და სანამ ნაცები არ მობრუნდებიან, მანამდე არც ერთ ხელისუფლებას არ ცნობთ, ჰო? ასე გააგრძელეთ, შანტაჟისტებო. არავის გადაუღუნოთ - ეს საქართველოა! “, - წერს გეგეჭკორი.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930