გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თენგიზ შარმანაშვილი ოპოზიციაზე: 10 არჩევნები წააგეს, მილიონობით დოლარის დახმარება მიაყარეს, 4 რევოლუციიის მცდელობა ჩაუვარდათ და კიდევ იმაზე საუბრობენ, რომ ქართველი ერი მათ უჭერს მხარს და ხალხს ვერავინ მოუგებს თურმე

20-07-2025

„ერთმანეთს ჭამენო ამბობს და ვერ იმჩნევს, თვითონ რას ეძახიან ერთმანეთს საჯარო გამოსვლების დროს”, - წერს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი თენგიზ შარმანაშვილი ოპოზიციონერი დეპუტატის პაატა მანჯგალაძის განცხადების შესახებ, რომ „ის, რომ რეჟიმს არ აქვს ლეგიტიმაცია არც ქვეყნის შიგნით და არც გარეთ და ამ კრიზისის გამო, მათ დაიწყეს ერთმანეთის „ჭამა“, ეს არის სისუსტის ნიშანი”.


როგორც შარმანაშვილი მათზე წერს, „ტოტალიტარული სექტაა და არა პოლიტიკური მიმდინარეობა”.


„მართლა გამოგონილ სამყაროში ცხოვრობენ. 10 არჩევნები წააგეს, მილიონობით დოლარის დახმარება მიაყარეს, 4 რევოლუციიის მცდელობა ჩაუვარდათ ( ხალხის მხარდაჭერა არ ჰქონდათ) და კიდევ იმაზე საუბრობენ, რომ ქართველი ერი მათ უჭერს მხარს და ხალხს ვერავინ მოუგებს, თურმე. ერთმანეთს ჭამენო ამბობს და ვერ იმჩნევს, თვითონ რას ეძახიან ერთმანეთს საჯარო გამოსვლების დროს - მოღალატე, ბ..ი....მართლა ტოტალიტარული სექტაა და არა პოლიტიკური მიმდინარეობა”, - წერს შარმანაშვილი სოციალურ ქსელში.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930