გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ნინო წილოსანი: ომის საფრთხე არა თუ გადავიდა, არამედ აქტუალურია ისე, როგორც არასდროს - ევროპელი პოლიტიკოსების მხრიდან საქართველოზე თავდასხმები, შანტაჟის ენა და ის ულტიმატუმები, რომლებიც მომდინარეობს ჩვენს მიმართ, პირდაპირ უკავშირდება საქართველოს ომში

20-07-2025

„ომის საფრთხე არა თუ გადავიდა, არამედ აქტუალურია ისე, როგორც არასდროს“, - ასე ეხმიანება პარლამენტის ვიცე-სპიკერი ნინო წილოსანი პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის მიერ, პოლიტსაბჭოს სახელით გავრცელებულ განცხადებას.


წილოსანის თქმით, ის შანტაჟის ენა და ულტიმატუმები, რომლებიც ევრობიუროკრატთა მხრიდან საქართველოს წინააღმდეგ არის მიმართული, პირდაპირ უკავშირდება ქვეყნის ომში ჩართვის სურვილს.

„ომის საფრთხე არა თუ გადავიდა, არამედ აქტუალური არის ისე, როგორც არასდროს, რადგან აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებიდან გამომდინარე, მთლიანი დაწოლა უკრაინის ომის მხარდაჭერის კუთხით, გადავიდა ევროკავშირზე და რიგი ევროპარლამენტარების, თუ ევროპელი პოლიტიკოსების მხრიდან საქართველოზე თავდასხმები და ის ულტიმატუმები, შანტაჟის ენა, რომელიც მომდინარეობს ჩვენს მიმართ, პირდაპირ უკავშირდება საქართველოს ომში ჩართვის სურვილს“, - განაცხადა ნინო წილოსანმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031